სიახლეები
11.09.2012 11:35
ევროსასამართლოს ახალი პრეზიდენტი
09.09.2012 16:46
მ ი მ ა რ თ ვ ა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს: ბატონ ზურაბ ხარატიშვილს
05.09.2012 16:11
მ ი მ ა რ თ ვ ა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს: ბატონ ზურაბ ხარატიშვილს
24.08.2012 15:23
შვიდი ცნობილი ორგანიზაცია თამარ კაიკაციშვილის საქმეზე სასამართლო დაცვის პრეცედენტის შექმნას მოითხოვს
08.08.2012 17:28
ცალმხრივი დეკლარაციის აღიარების პოლიტიკა და მისი გამოყენების პრაქტიკა
26.07.2012 10:38
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების მონიტორინგის კამპანია
17.07.2012 15:11
წერილი ქალბატონ ჯენევიევ მეიერს საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის სამართლებრივი სტრუქტურის შესახებ

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

ევროსასამართლოს ახალი პრეზიდენტი

11.09.12

გუშინ ევროსასამართლოს პლენარულ სხდომაზე ფარული კენჭისყრით დინ სპილმანი მისმა კოლეგა მოსამართლეებმა ევროსასამართლოს ახალ პრეზიდენტად აირჩიეს. დინ სპილმანი ევროსასამართლოს მოსამართლე გახლდათ 2004 წლიდან; 2011 წლიდან იგი სექციის პრეზიდენტი, ხოლო 2012 წლის ზაფხულიდან ვიცე-პრეზიდენტი იყო.

ევროსასამართლოს საპრეზიდენტო არჩევნებს ასევე სასამართლოს შიგნით პოზიციათა გადანაწილება მოჰყვა. გუიდო რაიმონდი (იტალია) ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს, ხოლოდ მარკ ვილიგერი (ლიხტენშტეინი) და იზაბელ ბერო-ლეფევრი (მონაკო) სექციის პრეზიდენტები გახდებიან.

დინ სპილმანი ევროსასამართლოს მოქმედ პრეზიდენტს - სერ ნიკოლას ბრატცას ჩაანაცვლებს. სერ ნიკოლას ბრატცას პრეზიდენტობის მანდატი 2012 წლის 31 ოქტომბერს იწურება, შესაბამისად სპილმანი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 1 ნოემბერს შეუდგება სამი წლის ვადით. წლევანდელი წელი სასამართლოს ისტორიაში მნიშვნელოვანი გამოდგა - კრიტიკითა და ცვლილებებით აღსავსე, როგორიცაა ბრაიტონის დეკლარაცია და სხვა. ახალ პრეზიდენტს მრავალ გამოწვევასთან მოუწევს გამკლავება, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი სასამართლოს რეფორმა და მისი მუშაობის დატვირთვის შემცირებაა.

ლუქსემბურგის გაზეთ „Le Quotidien“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სპილმანი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროსასამართლო ახალ უფლებებს ვერ გამოიგონებს, იგი მხარს უჭერს სასამართლოს პრეცედენტული სამართალს. მისი აზრით ადამიანის უფლებათა კონვენცია ცოცხალი ორგანიზმია, რომლის ინტერპრეტირება დღევანდელობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეების რაოდენობა ევროკონვენციის ხელშემკვრელი მხარეების რაოდენობის (47) თანაბარია. სასამართლოს ჰყავს პრეზიდენტი, ორი ვიცე პრეზიდენტი და სამი სექციის პრეზიდენტი. სულ მოსამართლეები ხუთ სექციად იყოფიან, რომელთაგან იქმნება შვიდი მოსამართლისაგან შემდგარი პალატები. ვიცე-პრეზიდენტები ასევე ორ სექციასაც ხელმძღვანელობენ, ხოლო დარჩენილ სამ სექციას მართავს შესაბამისად სამი სექციის პრეზიდენტი.

განსაკუთრებული სირთულისა და მნიშვნელობის საქმეებს 17 მოსამართლისაგან შემდგარი დიდი პალატა განიხილავს.

უკან დაბრუნება  


 
 
ვიდეო არქივი
 
ლექცია ადამიანის უფლებებზე
ფოტოგალერეა