სიახლეები
11.09.2012 11:35
ევროსასამართლოს ახალი პრეზიდენტი
09.09.2012 16:46
მ ი მ ა რ თ ვ ა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს: ბატონ ზურაბ ხარატიშვილს
05.09.2012 16:11
მ ი მ ა რ თ ვ ა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს: ბატონ ზურაბ ხარატიშვილს
24.08.2012 15:23
შვიდი ცნობილი ორგანიზაცია თამარ კაიკაციშვილის საქმეზე სასამართლო დაცვის პრეცედენტის შექმნას მოითხოვს
08.08.2012 17:28
ცალმხრივი დეკლარაციის აღიარების პოლიტიკა და მისი გამოყენების პრაქტიკა
26.07.2012 10:38
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების მონიტორინგის კამპანია
17.07.2012 15:11
წერილი ქალბატონ ჯენევიევ მეიერს საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის სამართლებრივი სტრუქტურის შესახებ

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

შვიდი ცნობილი ორგანიზაცია თამარ კაიკაციშვილის საქმეზე სასამართლო დაცვის პრეცედენტის შექმნას მოითხოვს

24.08.12

შვიდი ცნობილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს და მინისტრ ხატია დეკანოიძისგან ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორის მოადგილის, თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლების ფაქტის რეაგირებას მოითხოვს. ორგანიზაციების სპეციალური განცხადება დღესვე ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორს, დავით მჭედლიშვილსაც გაეგზავნა, რომელშიც უფლებადამცველები მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოს, დაუსაბუთებელსა და დისკრიმინაციულს უწოდებენ. კერძოდ, ორგანიზაციები: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (უჩა ნანუაშვილი) „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი,“ (ლია მუხაშავრია) „კონსტიტუციის 42 მუხლი“ (ნაზი ჯანეზაშვილი) „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ (ია ანთაძე) „უფლებადამცველთა გაერთიანება“ (ნიკოლოზ მჟავანაძე) „სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისათვის“ (ლადო მგალობლიშვილი) და „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვენ სასამართლომ მიიღოს მიუკერძოებელი გადაწყვეტილება და წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ერთხელ მაინც შექმნას დასაქმებულის დაცვის ღირსეული პრეცედენტი.

„საქართველოში ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული ღირსებულებების უგულვებელყოფამ საზოგადოების ყველა პროფესიისა და სფეროს ადამიანი დააზარალა. ეს მდგომარეობა განსაკუთრებული სიმწვავით იგრძნობა განათლების სისტემაში, სადაც პროფესიონალი კადრების დისკრიმინაცია და სამსახურიდან განსხვავებული შეხედულებების გამო გათავისუფლება დღემდე დაუსჯელ ქმედებად რჩება.
ჩვენთვის ცნობილი ფაქტია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული პროფესიული სასწავლებლებიდან გათავისუფლების პირველი შემთხვევა, რომელიც ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის” დირექტორმა მოადგილის, თამარ კაიკაციშვილთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტით განახორციელა.
დღემდე მოსარჩელე მხარე ასაბუთებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიული საფუძვლებით უკანონო და დაუსაბუთებელია, ხოლო დირექტორის მხრიდან მოადგილის გათავისუფლება მოტივირებული გახლდათ პოლიტიკური კონტექსტით თამარ კაიკაციშვილის არასაიმედოობის გამო. საუბარია ყოფილი მოადგილის ოჯახის ნათესავის ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრობის, კოალიცია `ქართული ოცნების” მხარდაჭერისა და გათავისუფლებულის ძმის უფლებადაცვით სფეროში საქმიანობის კონკრეტული ფაქტების გამო.
ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ ნებისმიერ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებულთა უკანონო დათხოვნებს წარმოშობს. მოგიწოდებთ, დროულად მოახდინოთ რეაგირება თქვენი სისტემიდან უკანონო გათავისუფლების თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით.
იმედს გამოვთქვამთ, რომ თამარ კაიკაციშვილის ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო მიიღებს მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას და მტკიცებულებების გათვალისწინებით, შექმნის დასაქმებულის დაცვის ღირსეულ პრეცედენტს.“ – ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თამარ კაიკაციშვილი 2012 წლის 19 ივნისს კოლეჯის დირექტორმა, ოფიციალური მიზეზით, სასწავლო პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გაათავისუფლა, თუმცა მოსარჩელე მხარის მტკიცებულებებით, აღნიშნული გათავისუფლება პოლიტიკური მოტივებით პირის არასაიმედოობის გამო მოხდა.

უფლებადამცველების მიმართვას წინ უძღოდა საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოხმაურებაც. გაერო–ს თბილისის ოფისის 17 აგვისტოს წერილობითი განმარტებით აღიარებულ იქნა ის ფაქტი, რომ თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლების ფაქტი წარმოადგენს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევის სფეროს, სამართლიანი სასამართლოს არ არსებობის შემთხვევაში კი, გაერო–ს თბილისის წარმომადგენლობა მხარეს საქმის გაერო–ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში გაგზავნაში დაეხმარება.

ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის მიერ საზოგადოებისთვის აღნიშნული განმარტების საჯაროდ გაცნობის შემდეგ, რამდენიმე საათში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვას სასამართლოს თავმჯდომარე თემურ გოგოხია ჩამოცილდა და საქმისწარმოების პროცესის გაგრძელება რიგით მოსამართლეს, ჯუმბერ ბეჟანიძეს დაევალა.

პირველი განმხილველი სხდომა სექტემბერშია ჩანიშნული, სადაც დავის საგანს დირექტორის მიერ მიღებული ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა წარმოადგენს.

დაწვრილებით მიმართვა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://hrp.ge/_Hrp/file/Binder1.pdf

უკან დაბრუნება  


 
 
ვიდეო არქივი
 
ლექცია ადამიანის უფლებებზე
ფოტოგალერეა