სიახლეები
11.09.2012 11:35
ევროსასამართლოს ახალი პრეზიდენტი
09.09.2012 16:46
მ ი მ ა რ თ ვ ა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს: ბატონ ზურაბ ხარატიშვილს
05.09.2012 16:11
მ ი მ ა რ თ ვ ა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს: ბატონ ზურაბ ხარატიშვილს
24.08.2012 15:23
შვიდი ცნობილი ორგანიზაცია თამარ კაიკაციშვილის საქმეზე სასამართლო დაცვის პრეცედენტის შექმნას მოითხოვს
08.08.2012 17:28
ცალმხრივი დეკლარაციის აღიარების პოლიტიკა და მისი გამოყენების პრაქტიკა
26.07.2012 10:38
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების მონიტორინგის კამპანია
17.07.2012 15:11
წერილი ქალბატონ ჯენევიევ მეიერს საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის სამართლებრივი სტრუქტურის შესახებ

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

ცალმხრივი დეკლარაციის აღიარების პოლიტიკა და მისი გამოყენების პრაქტიკა

08.08.12

 ბოლო წლებში მიმდინარეობს ევროსასამართლოს რეფორმა, რათა განიტვირთოს სასამართლო და მან დროულად გადაწყვიტოს გასაჩივრებული საქმეები. რეფორმას უკავშირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორიცაა ბრაიტონის, იზმირისა და ინტერლეიკენის დეკლარაციები, რომელთა მიზანია გამოიმუშაოს სასამართლოს რეფორმის საუკეთესო ვარიანტი.
ევროსასამართლოს საქმიანობა იმართება ეგრეთ წოდებული სასამართლოს წესებით. ამა წლის 2 აგვისტოს სასამართლომ მიიღო ახალი წესი N62ა, რომელიც გულისხმობს ცალმხრივი დეკლარაციის გამოყენებას.
სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე სავალდებულოა რომ საქმეში მონაწილე მხარეები, ანუ ერთის მხრივ, მომჩივანი და მეორეს მხრივ, მოპასუხე მთავრობა, შეეცადონ მიაღწიონ მეგობრულ მორიგებას. თუ მომჩივანი არ ეთანხმება მოპასუხე მთავრობის შეთავაზებულ მორიგების პირობებს მოპასუხე მთავრობას უფლება აქვს სასამართლოს წარუდგინოს ცალმხრივი დეკლარაცია. ცალმხრივი დეკლარაცია წარმოადგენს მოპასუხე მთავრობის მიერ გაკეთებულ აღიარებას მომჩივნის მიმართ კონვენციის ერთი ან მეტი მუხლის დარღვევის შესახებ.
ცალმხრივი დეკლარაციის მიღების შემდეგ სასამართლო შეჯიბრითობის პრინციპის დაცვით (ანუ გაეცნობა რა მომჩივანის პოზიციას) გადაწყვეტს დაამტკიცოს თუ უარყოს წარდგენილი დეკლარაცია. იმ დეკლარაციისაგან განსხვავებით, რომელიც კონფიდენციალური მოლაპარაკებების შედეგად მიიღწევა, ცალმხრივი დეკლარაცია საჯაროა და მიმდინარეობს შეჯიბრითობის პრინციპის დაცვით (იხ. წესი 62ა § 1 (c)). შეჯიბრითობის პრინციპი გულისხმობს, რომ მომჩივანს საშუალება აქვს დაასაბუთოს თუ რატომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს სასამართლომ მისი საქმე.
დეკლარაციის უარყოფის შემთხვევაში საქმე ჩვეულებრივი წესით განიხილება სასამართლოს მიერ. დამტკიცების შემთხვევაში მოპასუხე მთავრობას ეძლევა სამი თვის ვადა ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებაზე. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ თუ იგი არ შეასრულებს ნაკისრ ვადებულებებს მომჩივანს შეუძლია მოითხოვოს მისი საქმის სასამართლო წარმოებაში დაბრუნება.
იმ შემთხვევაში თუ მომჩივანი დაეთანხმება ცალმხრივი დეკლარაციის პირობებს საქმე განიხილება, როგორც მეგობრული მორიგება და მოხდება მისი სასამართლოს საქმეებიდან ამოღება კონვენციის 39 მუხლის საფუძველზე, ხოლო გადაწყვეტილება წარედგინება მინისტრთა კომიტეტს, რომელიც პასუხისმგებელია ზედამხედველობა გაუწიოს ხელშემკვრელი მხარეების მიერ გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესს.
ცალმხრივი დეკლარაციის დამტკიცებისას ევროსასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმით, ესენია:

- თითოეული ცალხმრივი დეკლარაციის დამტკიცება/უარყოფისას სასამართლო განიხილავს საკითხს იმის შესახებ, ადამიანის უფლებათა პატივისცემა მოითხოვს თუ არა საქმის განხილვის გაგრძელებას. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მთავრობას ნებისმიერ საქმეზე შეუძლია ცალმხრივი დეკლარაციის წარდგენა, სასამართლო განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით განიხილავს იმ საქმეებზე წარდგენილ დეკლარაციებს, რომლებიც მოიცავენ ადამიანის საკვანძო უფლებათა სერიოზულ დარღვევებს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო იხელმძღვანელებს ტაშინ აკარის გადაწყვეტილებაში (საქმე N 26307/95, 6 მაისი 2003 წელი) დადგენილი კრიტერიუმებთ.

- ამასთან, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს წარდგენილი დეკლარაციის ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შესაბამისობა.
- მთავრობის მიერ წარდგენილ ცალმხრივ დეკლარაციას უნდა ჰქონდეს აღიარებითი ხასიათი. აღიარება უნდა მოიცავდეს კონვენციით დაცული ერთი ან მეტი იმ უფლების დარღვევის აღწერას, რომლის მსხვერპლიც გახდა მომჩივანი.
- პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით სასამართლომ უნდა განიხილოს თუ რამდენად ადეკვატურია მთავრობის მიერ შემოთავაზებული კომპენსაციის ოდენობა ჩადენილ დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს შეუძლია 10% შემაციროს ოდენობა.
- სასამართლოს წესი მკაცრად ადგენს, რომ ნებაყოფლობითი კომპენსაციის (ex gratia) გამოყენება დაუშვებელია ცალმხრივი დეკლარაციის შემთხვევაში, რადგან იგი განიხილება როგორც დარღვევის აღიარებასთან შეუსაბამო საშუალება. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ნებაყოფლობითი კომპენსაცია არის მოპასუხე მთავრობის კეთილი ნებით გაწეული კომპენსაცია და არა სავალდებულო.
- გარკვეულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია გააფართოვოს მოპასუხე მთავრობის მიერ განმცხადებლის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები და შესძინოს მათ უფრო ზოგადი ხასიათი. ეს შეიძლება გამოიხატოს საკანონმდებლო ან ადმინისტრაციული ცვლილებების დანერგვით ან ახალი პოლიტიკის გატარებით, რათა თავიდან იქნას აცილებული მოცემულ სფეროში შემდგომი დარღვევები.
- თუ საჭიროდ ჩათვლის, სასამართლოს შეუძლია ცალმხრივი დეკლარაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გადასცეს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს მთავრობის ვალდებულებების აღსრულებას, კონვენციის
N 46(2) მუხლისა და N 3 (3) წესის შესაბამისად,
- თუ სხვაგვარად არ არის გადაწყვეტილი, ცალმხრივი დეკლარაციით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ხდება 3 თვის ვადაში. მოპასუხე მთავრობას ფულადი კომპენსაციის გადახდის ვადის დაღვევის შემთხვევაში ეკისრება საჯარიმო პროცენტის გადახდის ვალდებულება.
- თუ ცალმხრივი დეკლარაცია არ ითვალისწინებს კომპენსაციას ან შეთავაზებული ოდენობა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ განხორციელებული სამუშაოს არაადეკვატურია, სასამართლოს განსაკუთრებული შემთხვევის სახით შეუძლია დააწესოს ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს #43(4) წესის შესაბამისად.
- თუ მოპასუხე მთავრობა მუდმივად არღვევს (ანუ არ აღასრულებს) ცალმხრივი დეკლარაციით ნაკისრ ვალდებულებებს, სასამართლოს შეუძლია დეკლარაციის მიღებაზე განაცხადოს უარი. უარი მოქმედებს მანამ, სანამ მოპასუხე მთავრობა მუდმივად არ აღასრულებს მის ვალდებულებებს.
- განსაკუთრებული გამამართლებელი გარემოებების არსებობისას მოპასუხე მთავრობას შეუძლია წარადგინოს ცალმხრივი დეკლარაცია მეგობრული მორიგების მცდელობის გარეშე.
- ცალმხრივი დეკლარაცია გავლენას არ ახდენს განმცხადებლის უფლებაზე ისარგებლოს ეროვნულ დონეზე არსებული სამართლებრივი საშუალებებით.
- ცალმხრივი დეკლარაციის დამტკიცების შემთხვევაში იგი გამოქვეყნდება სასამართლოს ვებგვერდზე. სხვა შემთხვევაში კი სასამართლო უბრალოდ მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა პატივისცემა სასამართლოსგან მოითხოვს საქმის განხილვის გაგრძელებას.
- სასამართლო თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს შერჩეულ ცალმხრივი დეკლარაციით მიღებულ სანიმუშო გადაწყვეტილებებს რეკომენდირებული ნორმების მაგალითის სახით.
ევროსასამართლოს მიერ გავრცელებული საინფორმაციო ცნობა ქართული და ინგლისური ვერსია შეგიძლია იხილოთ ქვემთ მოცემულ ბმულებზე:
ევროსასამართლოს საინფორმაციო ცნობა (ქართულად)
Inofrmation Note ECtHR (English)

უკან დაბრუნება  


 
 
ვიდეო არქივი
 
ლექცია ადამიანის უფლებებზე
ფოტოგალერეა