სიახლეები
11.09.2012 11:35
ევროსასამართლოს ახალი პრეზიდენტი
09.09.2012 16:46
მ ი მ ა რ თ ვ ა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს: ბატონ ზურაბ ხარატიშვილს
05.09.2012 16:11
მ ი მ ა რ თ ვ ა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს: ბატონ ზურაბ ხარატიშვილს
24.08.2012 15:23
შვიდი ცნობილი ორგანიზაცია თამარ კაიკაციშვილის საქმეზე სასამართლო დაცვის პრეცედენტის შექმნას მოითხოვს
08.08.2012 17:28
ცალმხრივი დეკლარაციის აღიარების პოლიტიკა და მისი გამოყენების პრაქტიკა
26.07.2012 10:38
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების მონიტორინგის კამპანია
17.07.2012 15:11
წერილი ქალბატონ ჯენევიევ მეიერს საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის სამართლებრივი სტრუქტურის შესახებ

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების მონიტორინგის კამპანია

26.07.12

„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა“ დაიწყო მისი ძირითადი საქმიანობის - სტრატეგიული სამართალწარმოების ახალი მიმართულება - ევროსასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების მონიტორინგის კამპანია. ჩვენმა ორგანიზაციამ უკვე მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებს, მოახდინეს თუ არა და როგორ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია ამის შესახებ. დღეისთვის ცნობილია მხოლოდ, რომ უზენაესი სასამართლო ცალკე არ აწარმოებს ამ ინფორმაციის აღრიცხვას და სტატისტიკურ თუ სხვა სახის მონაცემებს არ ფლობს.

2012 წლის აპრილში ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ორგანომ - მინისტრთა კომიტეტმა გამოაქვეყნა 2011 წლის ანგარიში1, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყნის შიგნით მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებათა განახლება განმცხადებელთა მოთხოვნით დარღვეული უფლების აღდგენის ადეკვატურ საშუალებად განიხილება.
აღსანიშნავია, მინისტრთა კომიტეტის შეშფოთება, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგაც კი საქართველოს მთავრობას არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მინისტრთა კომიტეტმა მთვარობას შეახსენა თავისი R (2000)2 რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა საფუძველზე კონკრეტული საქმეების ხელახალი განხილვა/გადასინჯვა უნდა მოხდეს. მან საქართველოს მთავრობას მკაცრად მოსთხოვა ყოველგვარი შემდგომი დაყოვნების გარეშე დასახული ან გატარებული ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსასრულებლად.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბერში ძალაში შევა კანონი, რომელიც ამ საფუძვლით საქმეთა ხელახალ განხილვა/გადასინჯვას ითვალისწინებს. თუმცა, ვინაიდან კანონს არ ექნება უკუქცევითი ძალა, საჭირო გახდა გარდამავალი დებულებების მიღება. კერძოდ, იმ განმცხადებლებს, რომელთა მიმართაც ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2012 წლის 1 იანვრამდე, შეეძლოთ სამართალწარმოების განახლების მოთხოვნით ეროვნულ სასამართლოსთვის მიემართათ 2012 წლის 1 ივლისამდე.
აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებში „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ პოზიციით, მნიშვნელოვანი ხარვეზები იქნა დაშვებული, რის გამოც 2012 წლის 17 ივლისს, ორგანიზაციამ მიმართა მინისტრთა კომიტეტს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა საქართველოში აღსრულების არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ. (უფრო დაწვრილებით მიმართვა შეგიძლიათ იხილოთ ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის ვებ-გვერდზე: http://hrp.ge)

მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება თავს არიდებს ევროსასსამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ პასუხისმგებლობას და წარმოუდგენლად დიდ ტვირთს აკისრებს კონვენციის დარღვევის მსხვერპლს, რადგან ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე არ ხდება საქმის წარმოების განახლება ავტომატურ რეჟიმში. კონვენციის დარღვევის მსხვერპლი სტრასბურგის სასამართლოში საქმის მოგების შემდეგაც იძულებულია ხელახლა მიმართოს ადგილობრივ სასამართლოს და საჩივრის მომზადებისა და წარდგენისათვის აიყვანოს ადვოკატი და გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, ეს მოგებულმა მხარემ, კანონით დადგენილ მეტად შეზღუდულ ვადებში და განსაკუთრებული მოთხოვნების დაცვით უნდა განახორციელოს. ყოველივე ზემოაღნიშნული კი იმდენად რთული და დამაბრკოლებელი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქმის მოგების შემდეგ მხარემ არც კი მოისურვოს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება - ერთის მხრივ, მას ექნება ევროსასამართლოში მოგებული საქმე, მეორეს მხრივ, კი იქნება კანონიერ ძალაში შესული საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცვლება, თუკი მხარე ამგვარ ზომებს არ მიმართავს.
ორგანიზაციის მიმართვა დაეგზავნა სხვა კოლეგა, უფლებადამცავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა ისინიც შემოუერთდნენ მას. ჩვენი ორგანიზაცია გააგრძელებს ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობას და იმედოვნებს, რომ კოლეგები შემოგვიერთდებიან, რათა საქართველოში შეიქმნას ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებისათვის ხელსაყრელი საკანონმდებლო გარემო. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა სრული აღსრულების გარეშე, შეიძლება სტრასბურგის სასამართლოსათვის მიმართვამ აზრი დაკარგოს.

ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.coe.int/t/dghl/monitoring/execution/Source/Publications/CM_annreport2011_en.pdf

უკან დაბრუნება  


 
 
ვიდეო არქივი
 
ლექცია ადამიანის უფლებებზე
ფოტოგალერეა